воскресенье, 30 апреля 2017 г.



ტრენინგის მეცხრე დღე  
    გავიარე ინტელის ძირითადი კურსი, ვისწავლე, თუ როგორ უნდა შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.


გავეცანი პროექტის მოთხოვნებს. განვიხილეთ, სასწავლო პროექტის გეგმაში: თემის მონახაზი, თემის საფუძვლები, შეფასების გაგმა, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები და სხვა... ავირჩიე თემა( ნიმუშის სახით) და მივყევი გეგმის განხორციელებას. მოვიფიქრეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მნიშვნელობაზე. ინტელის რესურსების გაცნობის შემდეგ, შევქმენი პროექტის ბროშურა და მოსწავლის ნაშრომის ნიმუში. ყურადღებით განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, რაც დაგვეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაში. საინტერესო იყო ფასილიტაციის რესურსის გაცნობა..


ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტები. გავაკეთეთ პრეზენტაცია, ელ-პორტფელიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთეთ რეფლექსია. ვფიქრობთ, რომ შევქმნით საინტერესო პროექტებს. ვითანამშრომლებთ კოლეგებთან და აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს ვებ-გვერდზე.


ტრენინგი ჩემთვის არ იყო ადვილი, მაგრამ იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი მომავალი პრაქტიკისთვის. ვისწავლე ბევრი რამ, როგორც ტექნიკური, ასევე თეორიული თვალსაზრისით. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული ტექნოლოგიების დახმარებით გავაუმჯობესო სწავლის პროცესი, განვახორციელო ახალი იდეები და ინოვაციები, რომ სწავლის პროცესი გავხადო მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისების, და საერთოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევის საშუალება.
 მეცხრე დღეს გადავხედეთ ჩვენს ბლოგს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და დავვრწმუნდით, რომ დავასრულეთ ჩვენი დავალება. გავიმეორეთ განვლილი მასალა და შევაჯამეთ. მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო.
      გავეცანით ვიდეო მასალებს. ერთმანეთს დავუსვით კითხვები, გავუზიარეთ გამოცდილება და აზრები პროექტებით სწავლების შესახებ. გაიმართა დისკუსია,გამოითქვა მოსაზრებები,მითითებები.ვისაუბრეთ დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე.Intel-ის ტრენინგი იყო საინტერესო .ვფიქრობ,რომ მსგავსი ტრენინგებით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება სწავლა/სწავლების პროცესს გააუმჯობესებს. ტრენინგზე შესწავლილი მასალა მომავალში დამეხმარება ჩემს პროფესიულ განვითარებაზე და საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისათვის. ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ ტრენერს დიანა მიქაძეს დაუღალავი შრომისთვის.
    მადლობა ჯგუფის ყველა წევრს, ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს, საინტერესო, ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისათვის.



ყველა მსმენელს მივულოცეთ ინტელის ძირითადი კურსის წარმატებით დასრულება.


ტრენინგის ბოლოს ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო ბლოგზე.



2 комментария:

  1. დღეს აქტიურად იმუშავე,მომეწონა შენი დამული კითხვები.

    ОтветитьУдалить
  2. ხათუნა, მომეწონა შენი პრეზენტაცია. კარგი იქნება თუ განახორციელებ ამ პროექტს.

    ОтветитьУдалить