воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის პირველი -მეორე დღე .
  ტრენინგი დავიწყე 29 აპრილს. პირველად მომიწია შეხება ელექტრონულ წიგნთან. მოლოდინს გადააჭარბა.  ეს იძლევა შესაძლებლობებს მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები. შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.   შესაძლოა, გამოცდილება გავიმდიდროთ რომელიმე კოლეგასთან თანამშრომლობით, ერთ კონკრეტულ თემაზე მუშაობისას. ვეცადოთ, პარტნიორებად ავირჩიოთ ის მასწავლებლები, რომლებიც იმავე ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ და იმავე საგანს ასწავლიან, რომელსაც ჩვენ.    ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.
    ამ კურსის რაც მეტ მოდულს გავეცნობით, მით უფრო მეტ მასწავლებელთან მოგვიწევს თანამშრომლობა. განვიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შევიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ვასწავლით, ან რომელიც გვსურ, რომ ვასწავლოთ მომავალში.  

   განვიხილეთ პუბლიკაციების მომზადება.
    

Комментариев нет:

Отправить комментарий